სანდრო ტონალი
Aa
Aa

ტონალი მილანს დაემშვიდობა | ნიუკასლმა იტალიელი ფეხბურთელი წარადგინა

„ნიუკასლმა“ სანდრო ტონალი წარადგინა. „კაჭკაჭებმა“ ტრანსფერი ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს და იტალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ტონალიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და „მილანს“ დაემშვიდობა.

„ჩემში სხვადასხვა ემოციაა გაჩენილი და როგორც იცით, ახალი თავგადასავლის დაწყება და ახალ გამოწვევასთან გამკლავება გადავწყვიტე. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელმაც მიმიღო და მომცა შანსი, საოცარი გუნდის ნაწილი ვყოფილიყავი. მილანი ჩემთვის ყოველთვის სახლი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილის მქონე გუნდის მაისური მომერგო და ბოლო კვირებში ჩემ გარშემო შექმნილ სიტუაციაზე იზრუნეს.

მილანში გატარებული 3 წლის განმავლობაში დიდი ცოდნა მივიღე და საფეხბურთო ოჯახი ვიპოვე, რომელიც ჩემი მოგზაურობისას მხარს მიჭერდა და გზას მიჩვენებდა. თქვენი წყალობით გავხდი ისეთი ფეხბურთელი და ადამიანი, როგორიც ახლა ვარ.

ვხვდები, რომ გამომშვიდობება სხვადასხვანაირ ემოციას აჩენს და ნორმალურია, შენს გულში განსაკუთრებული ადგილის მქონე გუნდის დატოვებისას ასეთი ემოციები გაგიჩნდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფეხბურთში ან ცხოვრებაში ცვლილებები შესაძლოა, პროგრესის წყარო გახდეს. ახლა მინდა, მადლობა ჩემს ადამიანებს გადავუხადო. მათ, ვინც ჩემ მსგავსად, გულით წითელსა და შავ ფერებს ატარებთ. არასდროს დამავიწყდება თქვენი შეძახილები ტრიბუნებიდან, მე-19 სკუდეტო და ყველა საოცარი მომენტი, რომლებიც ერთად განვიცადეთ. კლუბს, ფანებსა და თითოეულ თქვენგანს ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, მიზნების მიღწევას განაგრძობთ. თბილი ჩახუტება იმის იმედით, რომ ეს დამშვიდობება სამუდამო არაა და კიდევ შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ „მილანში" გადასვლამდე ტონალი „ბრეშაში" ასპარეზობდა და „ბიანკაძურის" რიგებში ჩატარებულ 89 შეხვედრაში 6 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ივლისის სატრანსფერო ზონა
3 ივლისის სატრანსფერო ზონა