ლუკა გაგნიძე, საბა საზონოვი, ლაშა სალუქვაძე
Aa
Aa

ლაშა სალუქვაძე: „საზონოვი ძლიერი მცველია, გაგნიძემ ბევრი უნდა იმუშაოს“

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ საბა საზონოვზე და ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა. სალუქვაძემ ინტერვიუ Metaratings.ru-ს მისცა და განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს.

„ლუკა გაგნიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ლუკამ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს და არის კომპონენტები, რომლებშიც მოსამატებელი აქვს. ვფიქრობ, სხვა გუნდში გადასვლა ნაადრევია და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება. გაგნიძე ბურთთან ერთად კარგია, მაგრამ ფიზიკურობის მხრივ მოსამატებელი აქვს.

საბა საზონოვს რაც შეეხება, ის კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და შესანიშნავი ადამიანია. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. საბა ძლიერი მცველია და დიდი პოტენციალი აქვს. მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ ფიქრობს, რადგან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალი გველოდება. ჩემი აზრით, საბა კარგ გუნდში გადავა და მას ბევრი წინადადება აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდის სავარაუდო ოპონენტები გერმანია, ჩეხეთი და ისრაელი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს გოლმა კვარა გაგვახსენა“ - Mundo Deportivo ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება
„ზურიკოს გოლმა კვარა გაგვახსენა“ - Mundo Deportivo ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება