ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი, ჩაბი ალონსო, ჯუდ ბელინგემი, რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

საუკეთესო შემტევი მსოფლიოში და სეზონის იმედგაცრუება | Kicker-ის გამოკითხვა ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო და ყველაზე იმედგამაცრუებელი მოთამაშეები დაასახელეს. Kicker-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვაში მონაწილეობა 252 ფეხბურთელმა მიიღო და მათ სხვადასხვა ნომინაციაში თავიანთი რჩეულები დაასახელეს.

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი რანდალ კოლო მუანიმ დაისაკუთრა. ფრანგმა შემტევმა ხმების 24.2 პროცენტი მიიღო და ჯუდ ბელინგემს დამაჯერებლად გაუსწრო. „რეალის“ ახალწვეული 17.5-მა პროცენტმა გამოიარჩია, მესამეზე კი ნიკლას ფიულკრუგი გავიდა.

ბუნდესლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელისთვის ბრძოლა ბევრად დაძაბული გამოდგა. „უნიონ ბერლინის“ დამრიგებელმა, ურს ფიშერმა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად გაიყვანა, ხმების 21.8 პროცენტი დაისაკუთრა. მან „ლევერკუზენის“ თავკაცს, ჩაბი ალონსოს მხოლოდ 2 ხმით გაუსწრო.

ბუნდესლიგის მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო შემტევ ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დაასახელეს - 52 პროცენტი. მეორე ადგილი ნორვეგიელის თანაგუნდელს, კევინ დე ბრუინს ერგო - 14.3 პროცენტი, მესამეზე კი კილიან მბაპე გავიდა - 13.1 პროცენტი. სეზონის ყველაზე იმედგამაცრუებელი მოთამაშე „ბაიერნის“ ფეხბურთელი, სადიო მანე გახდა. სენეგალელმა ფეხბურთელმა საერთო ხმების 41.7 პროცენტი მიიღო. მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუა დაასახელეს - 45.6 პროცენტი, მეორე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახლდათ, მესამე - ედერსონი. საუკეთესო მწვრთნელს რაც შეეხება, მსოფლიოში ნომერ პირველის სტატუსი პეპ გუარდიოლას მიანიჭა (60 პროცენტი), მეორე - კარლო ანჩელოტია, მესამე - იურგენ კლოპი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს“ – Bleacher Report-ი ილიას მომდევნო მეტოქეზე
„სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს“ – Bleacher Report-ი ილიას მომდევნო მეტოქეზე