ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

ოფიციალურად | მოდრიჩი რეალში დარჩა

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ დარჩა. იწერებოდა, რომ ხორვატი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლებს სურდათ და მას ასტრონომიული შეთავაზებაც გაუკეთეს, მაგრამ მოდრიჩმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში აირჩია.

„სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მადრიდელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი „რეალში“ 2012 წელს გადავიდა და „სამეფო კლუბის“ მაისურით მონაწილეობა 488 შეხვედრაში მიიღო. „ბლანკოსთან“ ერთად, მან 23 ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული და ლა ლიგის 3-გზის ტრიუმფატორია, კოპა დელ რეი კი 2-ჯერ მოიგო.

„რეალში“ ყოფნისას, მოდრიჩმა ოქროს ბურთის ჯილდო დაისაკუთრა და წარმატებას 2018 წელს მიაღწია. 2017/18 წლების სეზონში, ლუკა უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბურთი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაგნიძემ ნაკრების გამო სარფიან კონტრაქტზე უარი თქვა“ - სვანაძის პრესკონფერენცია
„გაგნიძემ ნაკრების გამო სარფიან კონტრაქტზე უარი თქვა“ - სვანაძის პრესკონფერენცია