გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„დრიბლინგი, წარმოსახვის უნარი და სისწრაფე“ - Corriere dello Sport-ი კვერნაძეზე წერს

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კვერნაძეს სტატია მიუძღვნა. Corriere dello Sport-ის მიხედვით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ კვერნაძე კარიერას „ფროზინონეს“ რიგებში გააგრძელებს და იტალიურ კლუბში იმედი აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მსგავს გადატრიალებას მოახდენენ.

„იგივე პოზიცია - მარცხენა ფლანგი. საერთო კლუბი - დინამო ბათუმი. მესამე ფაქტორი - გია გეგუჩაძე და იგივე აგენტი, მამუკა ჯუღელი. ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე იტალიაში გადასასვლელად მზადაა და აქვს ამბიცია, რომ თავისი საფეხბურთო კერპის, ხვიჩა კვარაცხელიას გზას გაუყვეს. კვერნაძე ფროზინონემ გაიფორმა. მისი ტრანსფერი დაბალბიუჯეტური გადატრიალებაა კლუბის, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებზე ფოკუსირებით განსხვავებულ აქტივებს ქმნის.

კვერნაძე 20 წლისაა და 2003 წლის 7 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. მისი სიმაღლე 1.87 მეტრია და დრიბლინგით, წარმოსახვის უნარითა და სისწრაფით გამოირჩევა. ფროზინონეს სპორტული დირექტორი, გვიდო ანგელოძი მის პროფილს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა და ფიქრობს, რომ კვერნაძეს შეუძლია, ფაბიო გროსოს სავარაუდო შემცვლელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს 4-3-3 ტაქტიკაში სასურველი ადგილი იპოვოს.

გიორგი მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ადგილს სწრაფად წყდება და მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შეჭრა უყვარს. მან კარიერა საბურთალოს საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო და ნაპოლიც აკვირდებოდა. ფროზინონეში კვერნაძეს დიდი ინტერესით ელიან. მისი ტრანსფერი ჭკვიანური გადატრიალებაა, რომელიც იაფი დაჯდა და არის შანსი, შესანიშნავ გარიგებად იქცეს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, 21 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი კვერნაძეს 300 000 ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ხარისხში დარწმუნებული არიან“ - ჰამბურგმა საზონოვის გადაბირება გადაწყვიტა
„მის ხარისხში დარწმუნებული არიან“ - ჰამბურგმა საზონოვის გადაბირება გადაწყვიტა