ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“ვალენსიას წყევლას არღვევს“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტული ესპანური MARCA „ვალენსიას“ ქართველ კარის დარაჯზე გიორგი მამარდაშვილზე წერს. სტატიას საკმაოდ საინტერესო სათაური აქვს

„მამარდაშვილი ვალენსიას წყევლას არღვევს“

„ვალენსია ბოლო ორი დეკადის განმავლობაში სრულფასოვანი მეკარის გარეშე იყო. ტრავმები, წესების დარღვევები, რეგულაციები და სხვადასხვა ინციდენტები. ეს ყველაფერი კი გუნდზე გარკვეულ გავლენას ახდენდა. ფაქტია, რომ „ღამურების“ არცერთ მეკარეს ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელი სეზონი(38 მატჩი) შეუცვლელად არ უთამაშია.

ეს წყევლა გიორგი მამარდაშვილმა მოხსნა. სარეკორდო 38 მატჩი და 3420 ოფიციალური წუთი. გიორგის არცერთი თამაში არ ჩაუგდია. ამ რეკორდის მიღწევა იმ პირობების ფონზე, რაც „ვალენსიაშია“, თითქმის შეუძლებელი იყო. ბოლოს ასეთი რამ 2001/2002 წლების სეზონში კანისარესმა შეძლო.

ამასთან ერთად, 22 წლის მეკარე გასულ სეზონში „ღამურების“ მთავარი დასაყრდენი იყო. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა გადამწყვეტ მატჩებში. მისი მოგერიებებით „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩა.

ქართველი მეკარის თამაშით ყველა ბედნიერია, მაგრამ ეს ლამაზი ისტორია შესაძლოა დასრულდეს და ამის წინააღმდეგი არცერთი მხარე არ არის. გიორგიმ იცის, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში მას გაუშვებენ. ამ ყველაფერს „ვალენსიას“ ფინანსური პრობლემები იწვევს. ახლა ყველა შესაფერის შეთავაზებას და მომენტს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“