“მაღალი დონის მეტოქე გვყავდა“ - მატიისენი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ, 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ სვანაძის გუნდმა 1 ქულის გადარჩენა შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეკი მატიისენმა კომენტარი გააკეთა.
მატიისენი:
„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც ძალიან ეფექტური იყო. მეტოქემ ორი შანსი შექმნა და ორივე გამოიყენა. ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთი ეფექტურები არ ვიყავით. სამწუხაროა, ამდენი საგოლე მომენტის ხელიდან გაშვება.
გამარჯვება, შესაძლოა, ნაადრევად ვირწმუნეთ. შეცდომები დავუშვით, მაგრამ მეტოქე მაღალი დონის გვყავდა და ეს წინასწარ ვიცოდით. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ასეთ ტურნირზე შეცდომებს არავინ გპატიობს“,
ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები ცვლილებაზე გამოსულმა წიტაიშვილმა და გულიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ მატჩს, სვანაძის შეგირდები 27 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.
წყარო - 1TV
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს