ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

ძაკარდო: „ხვიჩას უნდა გაიზარდოს და უფრო დიდ პროგრესს მიაღწიოს“

კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში ჩართული პირი და შუამავალი გახლდათ, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. ძაკარდო „ნაპოლიში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს შეეხო და განაცხადა, რომ „კვარა“ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

„კვარამ ძალიან კარგად ითამაშა და ბედნიერი ვარ, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომ აირჩიეს. ხვიჩას ვიცნობ და იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს, ყველაფერს იმსახურებს. მას უნდა, გაიზარდოს და უფრო დიდ პროგრესს მიაღწიოს.

კვარაცხელია პროფესიონალია. მას სპალეტი ძალიან დაეხმარა და ლუჩანოსი ბევრი მართებს, თუმცა მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგაც მაქსიმუმს გააკეთებს. ნეაპოლში თავი ბევრმა ჩემპიონმა გამოიჩინა და სკუდეტოს იმსახურებდნენ. მათ მომდევნო სეზონში კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი: „კვარას ჩანაცვლება უფრო მარტივია, ვიდრე კიმის“
საფეხბურთო აგენტი: „კვარას ჩანაცვლება უფრო მარტივია, ვიდრე კიმის“