ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის თავდამსხმელის ორი ვარიანტი აქვს

„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას გეგმებში ვიქტორ ოსიმენი, რა თქმა უნდა, შედის, მაგრამ არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი კლუბს დატოვებს.

CalcioNapoli-ს ინფორმაციით, „პარტენოპეი“ ვიქტორს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ ჯერჯერობით ოსიმენი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიგერიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დატოვებს „ნაპოლის“ მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, CalcioNapoli-ს თავისი მოსაზრება აქვს და ოსიმენის შემცვლელის ორ სახელს ასახელებს. პირველი ვარიანტი „ლილის“ კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდია, ხოლო მეორე „სალერნიტანას“ ცენტრ ფორვარდი ბულაიე დია.

ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაპოლის“ პრიორიტეტი ოსიმენის შენარჩუნებაა, მაგრამ, თუ ის წავა „პარტენოპეი“ აღნიშნულ ორ ფეხბურთელზე გადაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
99%-ით გადაწყვეტილია - გიუნდოგანი ბარსელონაში ითამაშებს
99%-ით გადაწყვეტილია - გიუნდოგანი ბარსელონაში ითამაშებს