გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვის უნდა ვადევნოთ თვალი ახალგაზრდულ ევროზე | მამარდა ბელგიური გამოცემის ტოპ 10-ში

გავლენიანმა ბელგიურმა გამოცემამ, Het Laatste Nieuws-მა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, სტატია მიუძღვნა. Het Laatste Nieuws-მა 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც გულშემატკივრებმა თვალი აუცილებლად უნდა მიადევნონ და ერთ-ერთი „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია.

„სინამდვილეში, აქ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი გვეწერა, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონათი“ იცნობენ, მაგრამ ის საქართველოში გასამართ ტურნირზე ვერ ითამაშებს. რომელ ქართველს უნდა მიადევნოთ თვალი, როცა 24 ივნისს, ბელგია საქართველოს დაუპირისპირდება? გიორგი მამარდაშვილს.

გასულ სეზონში, ვალენსიას მეკარე ესპანეთში „წლის აღმოჩენად“ დაასახელეს და მიმდინარე სეზონში, მან საკუთარი რეპუტაცია განიმტკიცა. ვალენსიასთვის უაღრესად დრამატულ სეზონში, რომელშიც კლუბი გავარდნას 2 ქულით გადაურჩა, მამარდაშვილი იშვიათი ნათელი წერტილი იყო. მისი გამორჩეული მახასიათებლები? რეფლექსები. 197 სანტიმეტრი სიმაღლის მიუხედავად, მას ძალიან სწრაფი რეაქცია აქვს“, - წერს ბელგიური გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ „მამარდას“ გარდა, ტოპ 10-ში რაიან გრავენბერხი (ნიდერლანდები), ფაბიუ სილვა (პორტუგალია), ჰარვი ელიოტი (ინგლისი), იუსუფა მუკოკო (გერმანია), სერხიო გომესი (ესპანეთი), მიხაილო მუდრიკი (უკრაინა), ამინ გური (საფრანგეთი), სანდრო ტონალი (იტალია) და ანტონიო ნუსა (ნორვეგია) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ