მოლაპარაკებები დაწყებულია | საზონოვით გერმანული კლუბი ინტერესდება
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. გერმანელი ინსაიდერების ინფორმაციით, მისი საკუთარ რიგებში ხილვით „ჰამბურგია“ დაინტერესებული და არის შანსი, ტრანსფერი ზაფხულში გაიჩარხოს.
რუსულ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, „დინამოს“ ხელმძღვანელებმა „ჰამბურგის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. საბას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ საზონოვმა რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია. საბამ საქართველოს ნაკრებში თამაში 2022 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა. თავდაპირველად, ფეხბურთელი 21-წლამდე ნაკრების რიგებში გამოდიოდა, ნოემბერში კი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.
„ჰამბურგს“ რაც შეეხება, „როტოზენი“ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს და გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მიიღო მონაწილეობა და „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, 1:6 დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს