Sofascore - ცნობილია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად კვიპროსს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ჯვაროსნების“ ფეხბურთელები შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.
მამარდაშვილი 6.7, კაკაბაძე 7.1, კაშია 7.2, ლოჩოშვილი 6.7, გოჩოლეიშვილი 6.5, ჩაკვეტაძე 5.8, კვეკვესკირი 6.8, კიტეიშვილი 6.6, აზაროვი 7.0, მიქაუტაძე 7.4, კვარაცხელია 8.8, ზივზივაძე 6.6, დვალი 6.5, გაგნიძე 6.8, დავითაშვილი 7.7, ლობჟანიძე 7.6.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ჯვაროსნები“ 20 ივნისს სტუმრად შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს