გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მძიმე მატჩი - საქართველომ კვიპროსს მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად კვიპროსს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო.

მატჩი აქტიურად საქართველომ დაიწყო, თუმცა მამარდაშვილის შეცდომის შედეგად „ჯვაროსნები“ კინაღამ დაისაჯნენ, მაგრამ „ვალენსიას“ კარის დარაჯმა თავისი დაშვებული შეცდომა გამოასწორა.

31-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, ცენტრში ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. საქართველო დაწინაურდა - 1:0.

სამწუხაროდ, გოლიდან რამდენიმე წუთში „ჯვაროსნების“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. წესები ლოჩოშვილმა დაარღვია. ბურთთან მე-40 წუთზე პიტასი მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, თითქოს საქართველოს უნდა ეაქტიურა, მაგრამ საკუთარ კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა მიიღო. რიგ ეპიზოდებში მამარდაშვილმა საოცარი მოგერიებები შემოგვთავაზა, ხოლო ორ ეპიზოდში ბურთი კარის ძელს მოხვდა. საბოლოოდ, ცვლილებაზე გამოსულა დავითაშვილმა 84-ე წუთზე ზუსტად დაარტყა, გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ჯვაროსნები“ 20 ივნისს სტუმრად შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია
    ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია