შემზარავი ინფორმაცია - მეკარეს ვარჯიშის დროს თავში ესროლეს და მოკლეს
Aa
Aa

შემზარავი ინფორმაცია - მეკარეს ვარჯიშის დროს თავში ესროლეს და მოკლეს

მონტენეგროელი მეკარე გორან ლენაკი, ადგილობრივი გუნდის "ბოკელის" ვარჯიშზე მოკლული იქნა.

33 წლის გოლკიპერს ვარჯიშის დროს თავში ესროლეს, რის შემდეგაც ის ჰოსპიტალიზირებულ იქნა, თუმცა მისი ჭრილობა სასიკვდილო იყო და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

როგორც Goal-ი იუწყება, ლენაკი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა. ახლობლების თქმით, იგი თავისი ჯიბიდან აფინანსებდა დამწყებ მოთამაშეებს. 

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მთელი ქალაქი გადაკეტა და მკვლელის ძებნა დაიწყო.

ადგილობრივი skalaradio-ს ინფორმაციით, მკვლელი ტერიტორიას კარგად იცნობდა, რადგან ის მალევე მიიმალა და ეს ეჭვს ბადებს, რომ იგი ადგილობრივი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები