ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია ემეტზე: „ჩხუბზე ბევრი არაფერი იცის, პირველ რაუნდში დავაფინიშებ“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია Alex Hawkers-ის პოდკასტის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა, რომელსაც ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეტოქე რეიტინგის მე-5 ნომერია, ამბობენ, რომ რთული ბრძოლა მელოდება, მაგრამ ასე არაა. როგორც ვთქვი, რაც უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფ მებრძოლს შევხვდები, მით უფრო მარტივად გავიმარჯვებ. როცა MMA-ში პირველ ნაბიჯებს დგამ, გხვდებიან მებრძოლები, რომლებსაც ჩხუბის სტილი არ აქვთ შემუშავებული და ტექნიკურ დონეზე მათთან საბრძოლველად მაღალ დონეზე ვერ მოემზადები. UFC-ში, რაც უფრო წინ მიდიხარ, უფრო ტექნიკურ მეტოქეებს ხვდები და ეს საშუალებას მაძლევს, მათთან ჩხუბისთვის ბევრად უკეთ მოვემზადო.

ჯოშ ემეტი სტრაიკერია, რომელიც დგომში დარჩენას ამჯობინებს და ჩხუბზე ბევრი არაფერი იცის. ჩემი აზრით, პირველ რაუნდში დავაფინიშებ. თუ ჩემ წინ დგომში დარჩება, ბრძოლა მალე დასრულდება, მაგრამ თუ აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს, ჩხუბი გაიწელება. ემეტი არის მებრძოლი, რომელიც დგომში რჩება და ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. არ ვიცი, დავაძინებ თუ დავანოკაუტებ, მაგრამ ვიცი, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უეფამ სეზონის გუნდი შეადგინა და საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა
    უეფამ სეზონის გუნდი შეადგინა და საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა