ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი: წარმატებულმა ახალგაზრდებმა ნაკრებში ჟინი და შემართება შემოიტანეს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 17 და 20 ივნისს კვიპროსსა და შოტლანდიაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრებს გამართავს.

ვილი სანილის გუნდი თბილისში უკვე სრული შემადგენლობით ემზადება.

ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ოთარ კიტეიშვილმა nakrebi.ge-ისთან ისაუბრა და გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა:

„როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვკონცენტრირდეთ მეტოქეებზე. იმედი მაქვს, მივაღწევთ შედეგს, რომელიც წარმატებულად ჩაითვლება და ამ შეხვედრებში ქულებს მოვიპოვებთ.

ზოგადად, ფეხბურთის დონე ამაღლდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, ეს ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს. გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, იქმნება მიქსი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს შედეგი. უფრო მეტის ამბიცია გვაქვს და ეს შედეგით უნდა დავადასტუროთ.

ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით. ყოველთვის სანაკრებო პაუზის წინ ვიღებდი ტრავმას ან ვასრულებდი სარეაბილიტაციო პერიოდს. ძალიან რთული იყო პირადად ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო. ეს დამატებით მოტივაციას მიჩენს ნაკრებში ყოფნის დროს. ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე სანაკრებო თამაშებს".

შეგახსენებთ, რომ ორივე შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა