ჩარლზ ოლივეირა, დანიელ დარიუში
Aa
Aa

ბრწყინვალე დაბრუნება: ოლივეირამ დარიუში დაანოკაუტა

UFC-ში ჩარლზ ოლივეირამ დანიელ დარიუში პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ისლამ მახაჩევთან მარცხის შემდეგ ოლივეირა აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და საჩემპიონო შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

2018 წლის შემდეგ დანიელ დარიუში პირველად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 34 წლის მებრძოლმა ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ წარმატებული სერია შეწყვიტა. მან კარიერაში 28 შეხვედრიდან 22 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 5 დათმო.

რაც შეეხება გამარჯვებულ ჩარლზ ოლივეირას, 33 წლის მებრძოლმა კარიერაში 44 ბრძოლა ჩაატარა, მის ანგარიშზე 34 გამარჯვებაა, მათ შორის 14 ნოკაუტით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები