თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ოლიმპია მილანოს კალათბურთელი: „შენგელია ძალიან ძლიერია“

დღეს, იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის საფინალო სერია იწყება, რომელშიც ერთმანეთს კარგად ნაცნობი მეტოქეები ხვდებიან. თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება და პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.

მატჩის დაწყებამდე, „ოლიმპია მილანოს“ კალათბურთელმა, იოჰანეს ფოიტმანმა საქართველოს ნაკრების კაპიტანზე ისაუბრა. ფოიტმანი შენგელიას ძალიან კარგად იცნობს, მისი ყოფილი თანაგუნდელია და აცხადებს, რომ მისი შეჩერება მარტივი არ იქნება.

„თოკოს კარგად ვიცნობ. ბასკონიაში და ცსკა-ში ერთად ვთამაშობდით და ძალიან ძლიერი კალათბურთელია. მომაკვდინებელია და სამწამიანში ღირსეული მეტოქეა. ბოლო წლების განმავლობაში, პარკეტს მიღმა, ერთად ბევრი განსაკუთრებული მომენტი გვქონა. ვარჯიშებზე ერთმანეთს ყოველთვის ვიწვევდით და შენგელია არის თანაგუნდელი, რომელიც ყოველთვის მინდოდა, რომ მყოლოდა“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება. „ოლიმპია მილანო“ საკუთარ კედლებში ორ შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი მასპინძელი „ვირტუს ბოლონია“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი სეზონი ჰქონდა“ - სევილია მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება
„შესანიშნავი სეზონი ჰქონდა“ - სევილია მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება