მასტერ ლიგა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო ხორვატიასთან დამარცხდა

გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1/16-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მძიმე გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა. რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

მეორე ნახევარში ლაშა თოთაძის შეცდომის შედეგად ჩვენი დაცვის ხაზი ჩავარდა და ხორვატების კაპიტანმა იოსიპ ჰალუსკამ ანგარიში გახსნა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე კიკნაძეს კონტრშეტევისას კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ დიდებულად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ხორვატია კი 1/8-ფინალშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 5:1, ხოლო შოტლანდიას 3:1 მოუგო. მაროკოსთან კი ფრედ 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: „საქართველოსთან უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა“
ქეცბაია: „საქართველოსთან უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა“