BBC-ის ჟურნალისტი: მესი მე-8 ოქროს ბურთს მოიგებს
Aa
Aa

BBC-ის ჟურნალისტი: მესი მე-8 ოქროს ბურთს მოიგებს

BBC-ის ესპანურენოვანი განყოფილების ჟურნალისტი გილემ ბალაგე 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას მესი მერვედ მოიგებს.

„მესიმ ოქროს ბურთი შვიდჯერ მოიგო და სავარაუდოდ მას მერვედაც მოიგებს. ის ჯილდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების გამო მიიღებს“.

- ამბობს ბალაგე, რომელმაც სხვათაშორის გავლენიან წყაროებს შორის ლეოს „ბარსელონაში“ ჩაშლილ ტრანსფერზე და „ინტერ მაიმიში“ გადასვლაზე პირველმა დაწერა.

ოქროს ბურთის გადაცემასთან დაკავშირებით, 2022 წელს წესები შეიცვალა და ამიერიდან პრიზი არა კალენდარული წლის მიხედვით, არამედ კონკრეტულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემათ.

მესიმ გასულ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი და საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო. ყველანაირი წინასწარი გამოკითხვით, ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მესი ერთპიროვნული ლიდერია.

ლეოს კონკურენტებად კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გასაჩერებლად ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ...“ - ქეცბაია კვარაზე და საქართველოს ნაკრებზე
„ხვიჩას გასაჩერებლად ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ...“ - ქეცბაია კვარაზე და საქართველოს ნაკრებზე