ნეიმარი
Aa
Aa

მზადაა ხელფასი დაიკლოს - ნეიმარი ბარსაში ბრუნდება?

პსჟ-ის გარემარბი, ნეიმარი შესაძლოა მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ცნობილი სააგენტო Diario Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მზადაა „ბლაუგრანაში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის საგრძნობლად შემცირებასაც დათანხმდეს.

მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი თქვა და „ინტერ მაიამის“ შეუერთდა, კლუბმა გეგმა B აამოქმედა, რაც გუნდში სუპერვარსკვლავის მოყვანას გულისხმობს.

სააგენტოს ცნობით, კატალონიელები კარგად აანალიზებენ ლა ლიგის მიერ დამტკიცებულ სახელფასო ლიმიტს და ფიქრობენ, რომ ნეიმარის დონის ვარსკვლავების შესაძენად შესაბამისი რესურსები გააჩნიათ. მათი სურვილია, რომ კლუბში ისეთი ვარსკვლავი მოიყვანოს, რომლის გუნდის ინერციაზე დიდ როლს ითამაშებს.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარს პსჟ-ის დატოვება სურს. ბრაზილიელის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და ლონდონის „ჩელსის“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2013-1017 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესისთან ერთად - ინტერ მაიამიში ბუსკეტსიც ითამაშებს
მესისთან ერთად - ინტერ მაიამიში ბუსკეტსიც ითამაშებს