ლიონელ მესი
Aa
Aa

ბარსელონაში დაბრუნების შანსი 1 პროცენტია | უახლესი ცნობები მესიზე

ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება პრაქტიკულად გამოირიცხა. კატალონიელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, იმის შანსი, რომ „ლა პულგამ“ „ბლაუგრანას“ მაისური კიდევ მოირგოს, 1 პროცენტია. ამ ინფორმაციას Sport-იც ადასტურებს და წერს, რომ „ბარსა“ დანებებასთან ერთ ნაბიჯშია.

„ბარსელონას“ ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ, შესაძლოა, მოვლენები ორი სცენარით განვითარდეს. პირველი - მესიმ საუდის არაბეთს მიაშუროს, მეორე - კარიერა MLS-ში გააგრძელოს. ესპანური, ფრანგული და არგენტინული პრესის ინფორმაციით, ლეოს გაფორმების ფავორიტი „ინტერ მაიამია“.

RMC Sport-ის მიხედვით, ლეომ „ალ-ჰილალის“ 1-მილიარდიან წინადადებაზე უარი თქვა, რადგან თვლის, რომ მისი ოჯახის წევრები საუდის არაბეთში თავს კარგად ვერ იგრძნობენ. პარალელურად, „ინტერ მაიამი“ გააქტიურდა და L’Equipe-ის მიხედვით, ამ ეტაპზე მთავარი სწორედ MLS-ის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, მესი „ბარსას“ აღზრდილია, კატალონიურ კლუბში 2004-21 წლებში თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ლა ლიგა - 10-ჯერ. გასული ორი სეზონი პსჟ-ში გაატარა, თუმცა ეს წლები მისთვის წარმატებული არ ყოფილა, ლიგა 1 ორივე სეზონში მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე