თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუს ბოლონია ფინალში გავიდა | შენგელიას კარგი მატჩი და მშრალზე მოგებული სერია

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ ეტაპზე, ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე „ტორტონა“ გახლდათ, რომელიც „ვირტუს ბოლონიამ“ 3:0 დაამარცხა.

საკუთარ კედლებში მოგებული ორი მატჩის შემდეგ, შენგელიას გუნდი „ტორტონას“ სტუმრად დაუპირისპირდა. „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი 5 ქულით, ხოლო მეორე მეოთხედი 11 ქულით წააგო და დიდ შესვენებაზე სერიოზული ჩამორჩენით გავიდა. სერჯო სკარიოლოს ბიჭებმა თამაშში გარდატეხა მეორე ნახევარში შეიტანეს. მე-3 ათწუთეული „ვირტუს ბოლონიამ“ 27:15 მოიგო, მეოთხე - 23:12 და 89:82 იმარჯვა.

შენგელია თავის გუნდში გამორჩეული იყო. თორნიკემ პარკეტზე 27 წუთი გაატარა და აქტივში 11 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მასზე მეტი ქულა მხოლოდ დენიელ ჰეკეტს ჰქონდა - 22.

ცნობისთვის, შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ფინალში ნაცნობ მეტოქეს, „ოლიმპია მილანოს“ შეხვდება. ამ გუნდების პირველ მატჩს 10 ივნისს ვიხილავთ და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი ბორდო-როდეზის მატჩში | ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სკანდალი ბორდო-როდეზის მატჩში | ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს