თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ქართველმა სპეციალისტმა 6 ცვლილება განახორციელა და მისი რჩეულების სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ნეოფიტოს მიხაელი (ანორთოსისი), დიმიტრის დიმიტრუ (აპოლონი), იოელ მალი (ოლიმპიაკოს ნიქოზია), კონსტანტინოს პანაგი (ომონია).
მცველები: მარიოს ანტონიადესი (ანორთოსისის), მინას ანტონიუ (ანორთოსისი), ანდერსონ კორეია (ანორთოსისი), პავლოს კორეა (ანორთოსისი), ანდრეას კარო (აპოელი), კოსტას პილეასი (არის ლიმასოლი), იოანის კუსულოსი (ომონია), კონსტანტინოს სერგიუ (ნეა სალამისი), ნიკოლას იოანუ (კომო), სტელიოს ანდრეუ (შარლელუა), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარდი),
ნახევარმცველები: დიმიტრიოს ხრისტოფი (ანორთოსისი), მიხალის იოანუ (ანორთოსისი), იანის საციასი (აპოელი), ხარალამპოს ხარალამპუსი (ომონია), მარინოს ციონისი ( კანზას სიტი), ალეხანდროს გოგიჩი (სენტ მირენი), გრიგორის კაცანოსი (სალერნიტანა),
თავდამსხმელები: მარიოს ილია (აპოელი), ლოიზოს ლოიზუ (ომონია), იოანის პიტასი (აპოლონი).
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაკრებმა პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ქეცბაიას გუნდი „ჯვაროსნებს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს, ნორვეგიას კი სტუმრად დაუპირისპირდება.