ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე ხვიჩაზე: „ყოველთვის მცველზე მიდის, მხეცია“

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ჯოვანი სიმეონემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. არგენტინელი თავდამსხმელის ვრცელი ინტერვიუ Tuttonapoli-იმ გაავრცელა და სიმეონემ ქართველი თანაგუნდელის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ველოდებოდი თუ არა, რომ კვარა ასეთი გადამწყვეტი იქნებოდა? პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის ის ფაქტი, რომ ხვიჩა ყოველთვის მცველზე მიდის. თავში სხვა ფიქრი არ უტრიალებს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ტკივილს აყენებენ, უკან ბრუნდება და იმავეს აკეთებს. ვიცოდი, რომ ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, როცა მოედანზე დავინახე, გავაანალიზე, რომ ვიქტორ ოსიმენის მსგავსი მხეცია.

სპალეტის რაც შეეხება, მისი მოსმენა და ლუჩანოსგან ცოდნის მიღება ძალიან მომწონს. ყოველდღე 40-წუთიანი ვიდეო სესიები გვაქვს და მინდა, ერთ დღეს, მისნაირი მთავარი მწვრთნელი გავხდე. ლუჩანომ თქვა, რომ დასვენება და ოჯახთან ყოფნა სჭირდება და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სპალეტი გვიყვარს და მასთან მუშაობა სასიამოვნო პროცესია“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. 4 ივნისს, თბილისის დროით, 20:30-ზე, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა