აურელიო დე ლაურენტისი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

მარსელინიო ნაპოლიში? - დე ლაურენტისის რადარზე ახალი ვარიანტი გამოჩნდა

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი ცნობილ ესპანელ სპეციალისტს, მარსელინიო გარსია ტორალსაც დაუკავშირდა და მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

რას წერს გამოცემა:

„ნაპოლი“ მარსელინიოს წინადადებას მალე წარუდგენს, თუმცა დიდი ალბათობით ესპანელი სპეციალისტი უარს იტყვის. მისი ფილოსოფია 4-2-2-ს ემსახურება, დე ლაურენტისს კი 4-3-3 სურს.

დე ლაურენტისი მისთვის სეზონის განმავლობაში მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა მარსელინიოს უკეთესი წინადადებები აქვს „მარსელიდან“ და „ნოტინგემ ფორესტიდან“. ამ გარიგების განხორციელების შანსი საკმაოდ დაბალია.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა წლების განმავლობაში ბილბაოს „ატლეტიკის“, „ვალენსიას“, „ვილიარეალის“ და „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამასთან, მარსელინიოს სხვა ესპანურ გუნდებშიც უმუშავია, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი ჯერჯერობით საქმის გარეშეა.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი სახელები დაუკავშირეს, როგორებიც არიან ლუის ენრიკე, რაფა ბენიტესი, იულიან ნაგელსმანი, ტიაგო მოტა, სერჟიო კონსეისაო და სხვები.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში