მოლაპარაკება მიმდინარეობს - ლოფტუს-ჩიკი მილანთან ერთ ნაბიჯშია
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „მილანთან“ დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ „როსონერი“ რუბენ ლოფტუს-ჩიკის გადაბირებას ცდილობს. რომანოს თქმით, მოლაპარაკება 2 კვირის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.
საუბარი გრძელვადიან კონტრაქტზე გახლავთ. მხარეები ახლა სრული შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. აბსოლუტურად ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი.
AC Milan are close agreeing terms with Ruben Loftus-Cheek over long term contract, after direct contact started and revealed two weeks ago. ????????⚫️ #ACMilan #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 30, 2023
Talks between Milan and Chelsea are ongoing to reach full agreement on fee. All parties are hopeful and optimistic. pic.twitter.com/e8qftslKhq
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მილანმა“ ვერ იაქტიურა და სტეფანო პიოლის გუნდი დიდად ვერ გაძლიერდა. „ჩელსის“ ნახევარმცველის გადაბირება კი ნახევარდაცვაში ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
ცნობისთვის, ლოფტუს-ჩიკი „არისტოკრატების“ აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. 2014 წლიდან დღემდე, რუბენმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 155-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს