„ზოგჯერ, ერთმანეთს დიდი სიყვარულის დროსაც ვშორდებით“ - სპალეტის პირველი კომენტარი
Aa
Aa

„ზოგჯერ, ერთმანეთს დიდი სიყვარულის დროსაც ვშორდებით“ - სპალეტის პირველი კომენტარი

გუშინ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „პარტენოპეის“ დატოვებს.

დღეს, იტალიელი სპეციალისტი MCL Inside The Sport-ის დაჯილდოებაზე წარსდგა, სადაც სპეციალური პრიზი მიიღო, რის შემდეგაც მისსა და „ნაპოლის“ განშორებაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სპალეტიმ:

ზოგჯერ, ძალიან დიდი სიყვარულის დროსაც ვშორდებით ერთმანეთს. ახლა, „ნაპოლის“ ვერ ვაძლევ იმ ყველაფერს, რასაც იმსახურებს, მე კი დასვენება მჭირდება. დაღლილობას ვგრძნობ და ცოტა ხანი შესვენება მჭირდება. არც „ნაპოლის“ და არც სხვა გუნდს აღარ გავწვრთნი. 1 წელი ყველაფრისგან შორს ვიქნები.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 2023 წელს კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A მოაგებინა. ამასთან, მიმდინარე წელს „ნაპოლიმ“ 64 წლის სპეციალისტის თავკაცობით ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა, სადაც ორმატჩიან დუელში „მილანთან“ 2:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი სეზონისთვის, ნაპოლის საშინაო ფორმის ესკიზი ცნობილია
ახალი სეზონისთვის, ნაპოლის საშინაო ფორმის ესკიზი ცნობილია