თორნიკე შენგელია, სერჯო სკარიოლო
Aa
Aa

„გუნდთან და ქალაქთან სრულადაა ადაპტირებული“ - სკარიოლო შენგელიას აქებს

„ვირტუს ბოლონიას“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა „თოკომოტივი“ შეაქო და განაცხადა, რომ მან ადაპტაცია სრულად გაიარა.

„შარშან, შენგელიამ ჩვენთან გადმოსვლის გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, წლეულს კი გუნდთან და ქალაქთან სრულადაა ადაპტირებული. სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში იგი ტოპ კონდიციებში არ იმყოფებოდა, თუმცა ახლა ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, კარგადაა და მისით კმაყოფილი ვართ. შენგელიამ ძალიან კარგად იცის, რომ ვინც ზედმეტად კმაყოფილია, ჩერდება ხოლმე და მჯერა, ის ამას არ დაუშვებს“.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალშია გასული, სადაც „ტორტონას“ ხვდება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გამართა და დამაჯერებლად იმარჯვა - 84:61.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკოს ანგარიშზე 6-დან 3 საჯარიმო, 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანია. ამასთან, ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქეზე ხუთჯერ დაჯარიმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკეს დაყოლიების გზა კვარაზე და ოსიმენზე გადის - დე ლაურენტისის გეგმა
ლუის ენრიკეს დაყოლიების გზა კვარაზე და ოსიმენზე გადის - დე ლაურენტისის გეგმა