ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩა ძალიან ძლიერია და მალე უფრო ძლიერი გახდება“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მეტოქეს 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და სახლში 1 ქულით დაბრუნდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ დამრიგებელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

გუნდისგან უფრო სუფთა თამაშს ვითხოვდი მაშინაც კი, როდესაც 2:0-ს ვიგებდით. ყველაფრის დასასრულებლად კარგი ეპიზოდები გვქონდა, თუმცა გამარჯვების ძალიან ადრე ვირწმუნეთ. „ბოლონიას“ დაბრუნება? შესანიშნავმა გუნდმა ეს ძალიან კარგად შეძლო.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მას რაც უფრო მეტს ვუყურებ, მით უფრო მეტად მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერია. რა თქმა უნდა, როდესაც გავიწროებენ, გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ. ამ დროს მოთამაშეებს დახმარების ხელი მეც უნდა გავუწოდო. დღევანდელ შეხვედრაში მსურდა, რომ ბურთის დასაბრუნებლად უფრო ქვევით ჩამოსულიყო. მას ამის უნარი აქვს. მისი თვისებები საკმაოდ ძლიერია და მჯერა, რომ მალე ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი გახდება.

ჩვენი მიზანია, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივრები შედეგითაც კმაყოფილნი იყვნენ. არ გვინდა, რომ მხოლოდ ქულები ავიღოთ.

დღეს სავალდებულო ცვლილებები გვქონდა. დი ლორენცო დაღლილობას გრძნობდა და სხვა გზა არ იყო. ეს არის ვალდებულება, რომლებსაც გარემოებები განაპირობებენ.

37 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 87 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. სპალეტის გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას 4 ივნისს, საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსან „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი ხნით დაკარგული გოლის ძიებაში...“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს
„დიდი ხნით დაკარგული გოლის ძიებაში...“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს