გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ინტერესი თურქეთიდან | მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი აქვს და მის მიმართ დიდი ინტერესია. ახლახან, ახალგაზრდა თავდამსხმელი „მილანს“ დაუკავშირეს, დღეს კი თურქული გრანდის შესახებ დაიწერა.

ცნობილი თურქული გამოცემის, Fotospor-ის მიხედვით, მიქაუტაძე „ტრაბზონსპორის“ რადარზე იმყოფება. „შავი ზღვის შტორმი“ თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას აპირებს. „ტრაბზონსპორს“ ჟან-ფილიპ კრასოს გადაბირება სურდა და მას დაუკავშირდა კიდეც, თუმცა სამიზნეთა სიაში მიქაუტაძის სახელიც გაჩნდა.

ცნობისთვის, 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 35 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. თუ „მეცი“ ლიგა 2-ში დარჩება, ფრანგული კლუბისთვის ქართველი ტალანტის შენარჩუნება ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელი იქნება.

„მილანს“ რაც შეეხება, „როსონერიმ“ მიქაუტაძის გუნდს წინადადებით მიმართა და დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. კლუბის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ქართველ თავდამსხმელს რამდენჯერმე გაესაუბრა და „მეცის“ ლიგა 1-ში აღზევების შემთხვევაში, იტალიელები მზად არიან, ტრანსფერის შემდეგ, გიორგი საფრანგეთში იჯარის წესით დატოვონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა