ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

დრამატული მატჩი - ირაკლი აზაროვმა სერბეთის თასი მოიგო

სერბეთის თასის ფინალში ერთმანეთს „ცრვენა ზვეზდა“ და „ჩუკარიჩკი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ირაკლი აზაროვის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ქართველმა ლეგიონერმა მატჩი „ცრვენა ზვეზდას“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 79 წუთი ითამაშე, რის შემდეგაც მწვრთნელმა შეცვალა. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 2:1 იყო.

რაც შეეხება მატჩს, 21-ე წუთზე „ჩუკარიჩკი“ კუთხურიდან გატანილი ულამაზესი გოლით დაწინაურდა და კარგა ხანსაც იგებდნენ.

მეორე ტაიმში „ცრვენა ზვეზდამ“ 62-ე და 76-ე წუთებზე პეშიჩმა დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს თასის მოგებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ცრვენა ზვეზდამ“ შინ „ბაჩკა ტოპოლა“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მარცხენა მცველს „ცრვენა ზვეზდასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი მარცხი - ვალენსიამ მალიორკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მორიგი მარცხი - ვალენსიამ მალიორკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა