გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 15 ქულა - ტენერიფე ფლეი-ოფში მალაგას შეხვდება

ესპანეთის ლიგა ენდესას 2022-23 წლების სეზონის ბოლო ტურში „ტენერიფემ“ შინ „სარაგოსა“ 92:69 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა 23 წუთი და 46 წამი ითამაშა. მის აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასია. ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა შერმადინის თანაგუნდელმა, 39 წლის მარსელო უერტასმა ჩააგდო (16), მან მხოლოდ 1 ქულით აჯობა ქართველ კალათბურთელს. აღსანიშნავია, რომ შერმადინისა და უერტასის სარგებლიანობის კოეფიციენტი თანაბარი იყო - 19.

„ტენერიფემ“ სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, ფლეი-ოფის მეოთხედფინალურ სტადიაზე „უნიკახას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, ლიგა ენდესა 2022-23 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. პირველ ეტაპზე რჩეულები გულშემატკივრებმა დააფიქსირეს და ხმის მიცემის შედეგები გამოქვეყნდა. ქომაგების რჩეული გიორგი შერმადინი გახდა. „შერმინატორმა“ ხმების 29.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ჯანან მუსა იმყოფება - 19.1 პროცენტი, ხოლო მესამე ითან ჰაპია - 9 პროცენტი. გულშემატკივრების გარდა, MVP-ის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენ პროცედურაში მონაწილეობას ჟურნალისტები, მოთამაშეები და მწვრთნელები მიიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები