ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

„ტოპ ფეხბურთელია“ - ჟოაუ ფელიქსი ხვიჩას აქებს

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა, ჟოაუ ფელიქსმა, რომელიც „ჩელსიში“ იჯარის წესით თამაშობს, გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. პორტუგალიელ შემტევს „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს და ფელიქსმა „კვარა“ შეაქო.

„ხვიჩა ტოპ ფეხბურთელია! მისი უნარები ძალიან მომწონს“, - განაცხადა პორტუგალიელმა ახალგაზრდამ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 32 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. „პარტენოპეის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 28 მაისს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები - რომელ ადგილზეა კვარა?
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები - რომელ ადგილზეა კვარა?