ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

დე ლაურენტისის საბოლოო სია - Corriere dello Sport-ი ნაპოლის გეგმებზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ძიებაშია. 64 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და „პარტენოპეის“ ახალი თავკაცის ვინაობა იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა.

დღეს, ნეაპოლურ გრანდზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა დაწერა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებზე უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდა. Corriere dello Sport-მა უარყო ცნობები, თითქოს „ნაპოლის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ჯან პიერო გასპერინია და გვაუწყა, რომ დე ლაურენტისის საბოლოო სიაში პირველ ადგილს ანტონიო კონტე იკავებს.

„პარტენოპეის“ პრეზიდენტს კონტესთან კარგი ურთიერთობა აქვს და მისნაირი სპეციალისტები, რომლებიც ხასიათით გამოირჩევიან, ძალიან მოსწონს. კონტეს გარდა, განიხილება ლუის ენრიკეს კანდიდატურაც, რომლის დანიშვნის შანსებიც ბოლო დღეებში გაიზარდა. ესპანელ სპეციალისტს შეუძლია, სპალეტის ტაქტიკური მონახაზი შეინარჩუნოს და რადიკალური ცვლილებები თავიდან აირიდოს, რასაც მისი გამოცდილება და ის ფაქტი ემატება, რომ დე ლაურენტისს ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთი, რომელსაც ენრიკეს გუნდები თამაშობდნენ.

საინტერესოა, რომ Corriere dello Sport-მა იულიან ნაგელსმანის კანდიდატურაც გააჟღერა, მაგრამ აღნიშნა, რომ გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის შემთხვევაში, „ნაპოლის“ „ბაიერნისთვის“ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც კლუბს არ აწყობს. ზემოთ ხსენებული მწვრთნელების გარდა, ნეაპოლელები იტალიანოს, გასპერინისა და ტიაგო მოტას კანდიდატურებსაც განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს