"რეალს" ასენსიო დააკლდება - მიზეზი ძალიან კურიოზულია
ესპანური ABC-ის ინფორმაციით, "აპოელთან" დღეს გასამართი მატჩის წინ მადრიდის "რეალს" მარკოს ასენსიო დააკლდება.
წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი ინფექციაა.
როგორც ესპანური მედია წერს, ფეხების გაპარსვის შემდეგ ფეხბურთელს ინფექცია შეეჭრა და მისი განაცხადიდან ამოღება, სწორედ ამის ბრალია.
უნდა ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მიზეზია, რომლის გამოც ფეხბურთელი შეხვედრას ტოვებს.