დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავას კოპენჰაგენი დანიის თასის გამარჯვებულია

დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დანიის თასის გამარჯვებული გახდა და ეს ტიტული ისტორიაში მეცხრედ დაისაკუთრა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ფინალში „ოლბორგს“ დაუპირისპირდა და დიეგო გონსალვეშის მიერ გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა.

„ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. სეზონის პირველივე დღეს ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონატისა და თასის მოგება იყო და ამისთვის საჭირო რესურსი გვქონდა. ტრავმების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა და პრობლემები დღესაც შეგვექმნა, თუმცა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სხვა მოთამაშეებმა აიღეს და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარნენ“, - განაცხადა „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაკობ ნესტრუპმა.

შეგახსენებთ, რომ „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს და 52 ქულა აქვს. ხოჭოლავას გუნდი „ნორდშაელანდს“ 1 ქულით, ხოლო ვიბორგს 3 ქულით უსწრებს. „კოპენჰაგენი“ მომდევნო შეხვედრას 21 მაისს გამართავს და „ორჰუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ბრძოლაა გამართული | ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გრანდების რადარზე
დიდი ბრძოლაა გამართული | ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გრანდების რადარზე