პეპ გუარდიოლა, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბერნარდუ: პეპმა ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება შეცვალა

ბერნარდო სილვა თვლის, რომ პეპ გუარდიოლამ მას ფეხბურთი სხვაგვარად დაანახა და თამაშისადმი მისი გაგება შეცვალა.

„ეს არის მწვრთნელი, ვისთანაც ჩემს კარიერაში ყველაზე დიდხანს ვმუშაობდი. ის მართლაც განსაკუთრებულია. საფეხბურთო ხედვით და თავისი მეთოდებით მუდმივად რაღაცას ცვლის.

ის ყოველთვის რაღაც ახალს იფიქრებს. როდესაც სეზონში სამ ტიტულს მოიგებ, შეიძლება ჩათვალო, რომ მომავალ სეზონშიც იმავენაირად ითამაშებ, მაგრამ არა.

ის მუდმივად ცვლის ისე, რომ სხვა გუნდებმა ეს არ იცოდნენ, როგორ განვავითარებთ ჩვენს სათამაშო სტილს. ამიტომ ჩვენს თამაშს ალღოს ვერავინ უღებს. და რადგან ის მუდმივად ცვლილებებს ნერგავს, ყოველ წელს ჩვენ რაღაც ახალს ვსწავლობთ. პეპ გარდიოლამ თამაშის მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა.

თავიდან მასთან მუშაობა რთულია, მაგრამ ერთი-ორი სეზონის შემდეგ, რაც მას უნდა გამოდის. ამას ყველა ფეხბურთელი ხვდება, ვინც მასთან ერთ სეზონზე მეტი იმუშავა.

ზოგჯერ ის ვარჯიშზე მშვიდ მდგომარეობაში მოდის. საშუალებას გვაძლევს უბრალოდ ვივარჯიშოთ. მაგრამ ერთ დღეს ის გამოჩნდება და თავს გვესხმის: „დაიღალეთ? არ მაინტერესებს. საჭიროა სირბილი და შრომა“. - ის ჩვენგან ბევრს ითხოვს.

არა მარტო მატჩების დროს, არამედ ვარჯიშის დროსაც. ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული. თუ ის გრძნობს, რომ 100 პროცენტს არ იხარჯები, არ გათამაშებს“,

- განუცხადა ბერნარდო სილვამ France Football-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიმიხი ბაიერნის დატოვებას განიხილავს - ბარსა ერთ-ერთი პირველი ვარიანტია
კიმიხი ბაიერნის დატოვებას განიხილავს - ბარსა ერთ-ერთი პირველი ვარიანტია