Sky Sports - მანე და კანსელუ ზაფხულში ბაიერნიდან წავლენ
გავლენიანი გამოცემა Sky Sports მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელების მომავლის შესახებ წერს. საქმე სადიო მანეს და ჟოაუ კანსელუს ეხებათ.
წყაროს ცნობით, მათ „რეკორდმაისტერში“ დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დატოვებენ.
BREAKING: Sadio Mane and Joao Cancelo do not have long term futures at Bayern Munich, according to Sky Germany ⚽❌ pic.twitter.com/8rVaboTfev
— Sky Sports News (@SkySportsNews) May 16, 2023
კანსელუ „მანჩესტერ სიტის“ საკუთრება გახლავთ და ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. პორტუგალიელი მცველი მიუნხენურ გრანდში იჯარის წესით იმყოფება.
სულ სხვა სიტუაცია გვაქვს მანეს შემთხვევაში. გავრცელებული ინფორმაციით, სენეგალელი შემტევი გუნდში არავისთან მეგობრობს და გასახდელში არასასიამოვნო გარემოს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი ლეროი სანესთან ფიზიკური დაპირისპირება გახლავთ.
Sky Sport-ის ინფორმაციით, მანეს პრემიერ ლიგიდან აქვს შემოთავაზებები, თუმცა კონკრეტული გუნდის სახელი არ გაჟღერებულა. ჟოაუს კი მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ეპატიჟება.
ცნბოისთვის, სადიო „რეკორდმაისტერს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე მანემ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 37-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.