გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ესპანურ და ინგლისურ პრესაში ბევრს წერენ. ახალგაზრდა ფეხბურთელით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან და როგორც ჩანს, „მესტალიაზე“ შეეგუვნენ, რომ „მამარდას“ გაშვება მოუწევთ.

ესპანური El Gol Digital-ის ინფორმაციით, „ჩეს“ ხელმძღვანელებმა იციან, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი კლუბს დატოვებს და მის შემცვლელს ეძებენ. ამ მომენტისთვის, საუკეთესო ვარიანტად „ვალენსიას“ ლეგენდის, სანტიაგო კანისარესის შვილს, ლუკას კანისარესს მიიჩნევენ. იგი 21 წლის მეკარეა, რომელიც „რეალის“ აკადემიაში თამაშობს და ნახტომის გასაკეთებლად მზადაა.

კანისარესის გარდა, არის მეორე ვარიანტიც - არნაუ ტენასი. მას „ბარსელონას“ სათადარიგო გუნდის დატოვება და ლა ლიგაში თავის გამოჩენა სურს. „ღამურებს“ მეკარეთა პოტენციალის გარდა, ფინანსური მხარეც იზიდავთ, რადგან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ორივე გოლკიპერი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.

მამარდაშვილს რაც შეეხება, El Gol Digital-ი პრემიერ ლიგის 3 კლუბზე აკეთებს აქცენტს და გიორგის „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებს. როგორც მოგეხსენებათ, „დეზების“ ნომერ პირველი მეკარე, უგო ლორისი მიმდინარე სეზონის შემდეგ, კლუბის დატოვებას აპირებს და შესაძლოა, ლონდონელებმა „მამარდას“ გადაბირება სცადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: „ო`მალი მესიჯებზე არ მპასუხობდა, ახლა კი...“
მერაბ დვალიშვილი: „ო`მალი მესიჯებზე არ მპასუხობდა, ახლა კი...“