ლევან გორგაძე
Aa
Aa

მეორედ წააგო | ტოჩინოშინი რუს სუმოტორთან დამარცხდა

ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ „ნაცუ ბაშო“ ცუდად დაიწყო. ტოჩინოშინმა პირველ დღეს აკუა ვერ დაამარცხა და სასურველი შედეგი ვერც სუპერტურნირის მეორე დღეს დააფიქსირა. დღეს, „ტოჩი“ როგას დაუპირისპირდა და უვატენაგეს ილეთით წააგო.

ტოჩინოშინისა და როგას შერკინება რამდენიმე წამს გაგრძელდა. ტაჩიაის შემდეგ, რუსმა სეკიტორმა უპირატესობა გამოიყენა და გორგაძე დოჰიოზე დაანარცხა. ამრიგად, ლევანს 2-დან 2 წაგება აქვს და ცუდი სტარტის შემდეგ, ვითარების გამოსწორება მართებს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი გასულ ბაშოზე ჯურიოს მე-2 ნომერი იყო და სუპერ ტურნირი 5 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა და იმედი ვიქონიოთ, ტოჩი მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის მეკარე მიქაუტაძეზე: „გუნდისთვის  მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“
მეცის მეკარე მიქაუტაძეზე: „გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“