გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

„მჯერა, ჩვენთან დარჩება“ - ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის საუბრიდან გამომდინარე რეალურია, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი 

„ის ჩვენთან იჯარითაა, „გენტთან“ გვაქვს შეთანხმება, რომ შეგვიძლია მოლაპარაკება გავმართოთ, მაგრამ ის ძვირი ღირს, ამის ძალისხმევა არ გვაქვს. შესაძლოა, პრობლემა გონივრული კონტრაქტით გადაიჭრას. მას დარჩენა სურს და ეს პოზიტივია. ის იაზრებს, რომ „გენტი“ უნდა დატოვოს, სადაც თამაში არ სურს. ყველა მხარე კმაყოფილი უნდა იყოს ვიდრე კონტრაქტს ხელი მოეწერება. მჯერა, ის ჩვენთან დარჩება“.

23 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც „გენტთან“ კონტრაქტი აკავშირებს, სლოვაკურ კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობდა. ამ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 45 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. „სლოვანში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მიიღო, თუმცა მძიმე ტრავმების შემდეგ საუკეთესო თვისებების გამოვლენა კვლავ უჭირს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ვენის „რაპიდს“ დაუკავშირებს.

2022-23 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანთან“ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, შემდეგ სეზონშიც ვლადიმირ ვაისთან იმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია