ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე კალაბრია
Aa
Aa

კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“

„მილანის“ განაპირა მცველმა, დავიდე კალაბრიამ „ნაპოლის“ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „როსონერის“ უკანახაზელმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „კვარა“ ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია.

„კვარას შესაჩერებლად გუნდურად მოვემზადეთ და ყველა სივრცეს ვკეტავდით. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა. ხვიჩა ერთი-ერთზე მრისხანეა და ევროპაში მისნაირი ფეხბურთელები ცოტანი არიან. კვარას გამოწვევა და მის წინააღმდეგ თამაში შესანიშნავი შეგრძნება იყო და სტიმული მომცა. პარტენოპეის ფანტასტიკური ჩემპიონატი ჰქონდა და სკუდეტო დამსახურებულად მოიგო. მათ ეს წარმატება უნდა მივულოცოთ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

ცნობისთვის, „პარტენოპეიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-ე ტურში, „უდინეზესთან“ ფრის შედეგად ხუთშაბათს გაინაღდა, 7 მაისს კი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა დიეგო მარადონას სტადიონზე იზეიმეს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, „ნაპოლი“ კი მომდევნო შეხვედრაში „მონცას“ 14 მაისს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი: „მერაბს ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც“
ომალი: „მერაბს ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც“