კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ“ - ანჩელოტი მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ხვალინდელ შეხვედრაში დადებითი შედეგის დაფიქსირება გვსურს. არ გვინდა დავიტანჯოთ და ეს ისე გავაკეთოთ, კარგად თამაში გვინდა. მიზანი პრობლემების მაქსიმალურად თავიდან აცილებაა. შესაძლოა, „მანჩესტერ სიტი“ შეუჩერებელი გუნდი ჩანდეს, თუმცა ჩვენი შანსები აუცილებლად გვექნება და კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ, მეტოქე გუნდურად არის ძლიერი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 9 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 14 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია სეზონის მთავარი აღმოჩენაა“ - მარჩელო ლიპი
კვარაცხელია სეზონის მთავარი აღმოჩენაა“ - მარჩელო ლიპი