ლიონელ მესი
Aa
Aa

მესიც საუდის არაბეთში მიდის | რას წერენ ესპანურ პრესაში?

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ჰილალის“ რიგებში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია El Chiringuito-მ გაავრცელა და მოგვიანებით, კატალონიურმა Sport-მაც დაადასტურა.

Sport-ის ცნობით, 3 თვის წინ, არგენტინელი ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ამ წუთისთვის, „ლა პულგა“ ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს. ლეო საკუთარ მომავალს რეალურად აფასებს და „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდოდა, მაგრამ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის შანსი ძალიან მცირეა. „ალ-ჰილალი“ მისი გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა, მასთან ერთად, ბუსკეტსი და ალბა გაიფორმოს. პლუს ამას, საუბარი მარკო ვერატიზეც მიდის.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მესის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. „ლა პულგა“ გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ამ ეტაპზე, სამი ვარიანტი განიხილება - საუდის არაბეთში გადასვლა, „ბარსელონაში“ დაბრუნება, MLS-ში, „ინტერ მაიამიში“ წასვლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე