აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ცუდი მსაჯობა რომ არა, ლიგასაც მოვიგებდით“ - აურელიო დე ლაურენტისი

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა CBS Sports-ს ინტერვიუ მისცა და ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანთან“ გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც ნეაპოლელებმა ორი მატჩის ჯამში 1:2 დათმეს. დე ლაურენტისის თქმით, ნორმალური მსაჯობა რომ ყოფილიყო, მისი გუნდი „სკუდეტოსთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებდა.

„ახალი ეპოქა დავიწყეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. მსაჯებს რომ არ გავეჩერებინეთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევდით. ჩემი აზრით, წლეულს ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით და წინსვლა იმიტომ ვერ განვაგრძეთ, რომ მილანთან ცუდი მსაჯობა იყო, თუმცა ეს ფეხბურთია და ეს უეფაა.

როდის მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას? თუ უეფა არ გაგვაჩერებს, ისე როგორც ეს მიმდინარე სეზონში, ცუდი მსაჯობით მეოთხედფინალურ ეტაპზე გააკეთა, წარმატების მიღწევა მომდევნო სეზონში შეგვეძლება. ახალი ეპოქა დაიწყო და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ გაისად და მომდევნო წლებშიც, დიდ წარმატებას მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. „ნაპოლიმ“ 33-წლიანი ლოდინი დაასრულა. ჩემპიონობის შემდეგ, ნეაპოლელები მომდევნო მატჩს შინ „ფიორენტინასთან“ გამართავენ. შეხვედრა კვირას 20:00 საათზე დაიწყება. „მილანთან" დაპირისპირებას რაც შეეხება, ნეაპოლელები პირველ მატჩში ტონალისთვის არმიცემულ ყვითელ ბარათზე და მეორე შეხვედრაში, ლოზანოზე არდანიშნულ პენალტზე აპელირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე