ვალენსია, ვილიარეალი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ლა ლიგაში რჩება? - ლიმი მზადაა, 15 მილიონად გაყიდოს

Superdeporte-ს ინფორმაციით, „ვილიარეალი“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. „ვალენსიას“ მფლობელი პეტერ ლიმი, რომელიც კლუბის გაყიდვას გეგმავს, თანახმაა გიორგი მამარდაშვილი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს.

წყაროს ცნობით, ქართველი მეკარის საბაზრო ფასი 25 მილიონი ევროა, თუმცა პეტერ ლიმი მზადაა, რომ 10 მილიონით ნაკლებ თანხას დათანხმდეს.

მიმდინარე სეზონში „ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 33-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან 33-დან 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ასევე, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ორივე ტურნირის გათვალისწინებით 22 წლის ქართველი მეკარის აქტივში 8 მშრალი შეხვედრაა.

22 წლის ქართველ მეკარეს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. 2021 წლის ზაფხულიდან „მესტალიაზეა“, ყველა ტურნირის ჩათვლით 58 შეხვედრა ჩაატარა, 17 მატჩში გოლი არ გაუშვია.

33 ტურის შემდეგ 20-გუნდიან ლა ლიგაში „ვალენსია“ მე-17 ადგილზეა. 34-ე ტურში „ვალენსია“ ვიგოს „სელტას“ ესტუმრება, მატჩი 14 მაისს გაიმართება. რაც შეეხება „ვილიარეალს“, კიკე სეტიენის გუნდი 54 ქულით მე-5 ადგილზეა, საუკეთესო ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მცირე შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები