ლიონელ მესი, რუბენ ნევეში, ანსუ ფატი
Aa
Aa

ვულვზის შეთავაზება ბარსელონას | მგლებს ანსუ ფატის გადაბირება სურთ

„ბარსელონა“ ანსუ ფატის შენარჩუნებას არ აპირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბლაუგრანას“ მთავარი მიზანი ლიონელ მესის გაფორმება იქნება და ესპანური პრესის ცნობით, საამისოდ, კატალონიელები მზად არიან, ფატი გაუშვან.

როგორც Relevo-ი წერს, ესპანელ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ერთ-ერთმა „ბარსელონას“ საინტერესო წინადადებითაც მიმართა. „ვულვზი“ თანახმაა, „ბლაუგრანას“ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს და ტრანსფერში რუბენ ნევეში ჩართოს, რომლითაც კატალონიელები დიდი ხანია ინტერესდებიან.

ფატის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელმაც კლუბს გარანტია მისცა, რომ პრემიერ ლიგიდან 70-მილიონიან შეთავაზებას უპოვიდა. ცნობილმა აგენტმა სიტყვა შეასრულა და ახლა „ბარსელონაზეა“ დამოკიდებული რას გადაწყვეტს. ფატის გაშვების ალბათობას ისიც ზრდის, რომ ლიონელ მესიმ 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა, რომლითაც ანსუ თამაშობს.

ცნობისთვის, ფატის გარდა, კატალონიელები ფერან ტორესის გაყიდვასაც გეგმავენ, თუმცა თუ ესპანელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელევიან, „ბარსელონა“ ფინანსურად ზარალს ნახავს. ამიტომ, არ გამორიცხავენ ფორვარდი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ოპციით გაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები