სლოვანი, ტრნავა
Aa
Aa

დასანანი მარცხი ფინალში - სლოვანს ჩემპიონობამდე წუთები დააკლდა

ქართველების „სლოვან ბრატისლავა“ სლოვაკეთის თასის ფინალში „ტრნავას“ შეხვდა და სამწუხაროდ 3:1 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. „სლოვანი“ 59-ე წუთიდან 1:0 იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ბრატისლაველთა შემადგენლობაში სამივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი ვლადიმირ ვაისმა 84-ე წუთზე შეცვალა.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძის გასვლიდან ზუსტად 2 წუთში ტრნავამ წონასწორობა აღადგინა, „სლოვანმა“ კი ორგანიზებული შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლო.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გამარჯვებული კი დამატებით დროში გამოვლინდა, სადაც უფრო ძლიერები ტრნაველები აღმოჩნდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს