ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო სორენტინო
Aa
Aa

„შესაძლოა, მათზე ფილმი გადავიღო“ - ოსკაროსანი რეჟისორი ნაპოლიზე

ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, ოსკაროსანმა პაოლო სორენტინომ, რომელიც „ნაპოლის“ დიდი ქომაგია, ნეაპოლური კლუბის შესახებ DAZN-თან ისაუბრა. მისი თქმით, ლუჩანო სპალეტის გუნდზე ფილმის გადაღება შესაძლებელია, „ნაპოლიმ“ ეს დაიმსახურა.

პაოლო სორენტინო: „ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია. როცა „ნაპოლიმ“ სიმეონეს გოლით „მილანი“ დაამარცხა, მივხვდი, რომ ჩემპიონობისთვის შესაფერისი სეზონი იყო. გუნდმა იცოდა, თუ როგორ მოეგო და ეს ისე მოეხერხებინა, როგორც წარსულში „იუვენტუსმა“ გააკეთა.

დღევანდელი „ნაპოლი“ დიეგო მარადონას ფორმაციის გუნდისგან განსხვავებულია. კვარაცხელია ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტს ჰგავს. იგივეს ვფიქრობ ოსიმენსა და ლოზანოზე.

ფილმი „ნაპოლის“ შესახებ? ეს შესაძლებელია, ამაზე ნამდვილად ვფიქრობ. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ვგულისხმობ, აურელიო დე ლაურენტისს, ჯუნტოლის, სპალეტის, გუნდს, ქომაგებს“.

32 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია ა-ს 79 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. თუ დარჩენილ ექვს ტურში „ნაპოლი“ მინიმუმ 1 ქულას მოიპოვებს, ლუჩანო სპალეტის გუნდი სკუდეტოს მოიპოვებს, რაც დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ პირველად მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენმა არჩევანი გააკეთა | მისი რჩეული ბაიერნია
ოსიმენმა არჩევანი გააკეთა | მისი რჩეული ბაიერნია